თეგებით ძიება

რუსებს ვპარავდით საწვავს, რომ ჩერნობილში კატასტროფა თავიდან აგვეცილებინა - უკრაინელი ინჟინერი ტყვეობის პერიოდს იხსენებს

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას იხსენებს ერთ-ერთი უკრაინელი ინჟინერი, ვალერი სემონოვი და აცხადებს, რომ რუს სამხედროებს საწვავს პარავდნენ, რათა ატომური ელექტროსადგურის მუშაობა არ შეჩერებულიყო.

"რუსებსაც კი მოვპარეთ საწვავი, რომ კატასტროფა თავიდან აგვეცილებინა" - ვალერი სემონოვი. ჩერნობილის აეს-ის ერთ-ერთი ინჟინერი
როდესაც რუსებმა აიღეს ჩაეს-ი, 3 დღე ელ.ენერგია არ მიეწოდებოდა ატომური სადგურის სარკოფაგს. თანამშრომლები ყვებიან, რომ საწვავს რუსებს პარავდნენ, რადგან გენერატორების გაჩერება კატასტროფას გამოიწვევდა.

გაიცანით უკრაინელი გმირები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინეს", - წერს დომენიკ მანგო.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა უკრაინაში შეჭრის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს აიღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და მძევლად 170-მდე უკრაინელი მცველი და თანამშრომელი აიყვანეს. ამ ეტაპზე, უკრაინული მხარე აკონტროლებს მას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა