"გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ძალა მუშაობს" - სალომე ზურაბიშვილი
არჩევნები საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი იქნება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი მაღალი ტრიბუნიდან ამბობს, რომ ქართველ ხალხს არჩევანის გამოხატვის თავისუფალი ნება ჰქონდეს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, "გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ძალა მუშაობს".
ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. მიუხედავად ომებისა და რუსეთის ყველა მცდელობისა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ მომავალს საქართველოში, მოსახლეობის 80 პროცენტი სტაბილურად მხარს უჭერს ევროპულ გზას. არჩევნები, რომელიც 26 ოტომბერს გვექნება, იქნება ჩვენი განმსაზღვრელი. არის ძალიან ბევრი ძალა, რომელიც მუშაობს საქართველოს მოსახლეობის საწინააღმდეგოდ , მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ჩვენს მომავალს ასევე იცავენ უკრაინაში, რადგან უკრაინა არა მხოლოდ მის თავისუფლებას იცავს, არამედ იცავს ევროპის თავისუფლებას, ასევე ჩვენს თავისუფლებას . ეს არჩევნები იქნება განმსაზღვრელი არა მხოლოდ საქართველოსთვის , არმედ ევროპისთვის, კავკასიისთვის. ეს ეხება სომხეთის მომავალსაც, რომელმაც გამოთქვა სურვილი, დაუკავშირდეს ევროკავშირს. ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.