„ძლიერი აფეთქება იყო" - მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, სამშენებლო მაღაზიასთან, უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქების ხმა გუშინ გვიან ღამით გაიგეს, თუმცა ვერ დაინახეს, ვინ შეაგდო ობიექტის ეზოში, წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა. ადგილზე ვერ საუბრობენ ვერც მოტივზე.
სოფელში დილიდან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"ამბობენ, ხელყუმბარა ისროლესო... რატომ და რა მიზნით, ეს ჩვენ არ ვიცით. ძლიერი აფეთქება იყო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ქუჩის მეორე მხარეს ექსპერტ კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებიც იპოვეს. გამოძიება 236-ე და 187-ე მუხლებით არის დაწყებული. ეს არის იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარება და ნივთის დაზიანება.