თეგებით ძიება

"ღარიბაშვილი აუცილებლად შევა ისტორიაში... ამ კაცმა იკისრა ქართველი ერის გადარჩენის მისია" - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი რეგიონში გამწვავებული სიტუაციის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გადამწყვეტ მომენტში იკისრა ქართველი ერის გადარჩენის მისია.

"ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც პრემიერი, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური ვითარების დროს, რომელმაც ქართველი ერი ომის უბედურებას გადაარჩინა.

ჩვენს თვალწინ ხდება მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება, ამ პროცესში ყველას მომარჯვებული აქვს ჭოგრიტი, იუველირის საწონზე იწონება თითოეული სიტყვა, გამონათქვამი, მოქმედების მართლზომიერება, დიდი პოლიტიკურ მიზნის მისაღწევად ისმება პროვოკაციული შეკითხვა-მშვიდობა თუ თავისუფლება?
ეს არის შეკითხვა, რომელსაც დღეს არ უნდა უპასუხო. თუ უპასუხე ერთვები იმპერიებს შოროს დედამიწის ახალი გადანაწილების პროცესში.

კაცობრიობის ისტორიის ასეთ კულმინაციურ მომენტში, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევანი გააკეთა არა პოლიტიკური რეკლამირების მიზნით, არა დასავლელი თუ ჩრდილოელი მეზობლების თავისმოსაწონებლად, არა პირადი გადარჩენის, არამედ ქართველი ერის სასარგებლოდ, ჩადგა სათავეში და შეუდგა ურთულეს მისიას, გაიყვანოს ომის ქარცეცხლიდან ერი დაუზიანებლად.

დიახ, პირველად ამ კაცმა თქვა-რატომ ქვია ლგბტ თემის შეკრებას, ასეთი ეროვნული სიტყვა-აღლუმი?
დიახ, სწორდ ამ ადამიანმა ოსტატურად აარიდა თავი ყოველგვარ პროვოკაციას და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იკისრა ქართველი ერის გადარჩენის მისია", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა