თეგებით ძიება

"დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია... დღეს საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ... " - შარტავას ქუჩაზე დაშავებული ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი, მანანა ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემო მეგობრებო,
პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია.
დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ სიცხე აქვს. სოკო აღმოუჩინეს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს.
ისრაელის დროით საღამოს 9-საათზე ლოცულობენ მისთვის
გთხოვთ ჩვენც შევუერთდეთ დათისთვის ლოცვას
საქართველოს დროით, საღამოს 8- საათზე
ევროპის დროით საღამოს 8-საათზე
მოწყალების კარი განგვიღე,კურთხეულო ღვთისმშობელო,რათა რომელნი ესე შენ გესავთ,არა დავეცნეთ,არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან,რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაი ნათესავისა ქრისტიანეთაისა.
ამინ!
ეს ლოცვა უნდა წარმოვთქვათ სამჯერ
კურთხევა გვაქვს ისრაელიდან!
გთხოვთ გაავრცელეთ", - წერს მანანა ხორბალაძე.

31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ 8 წლის დათის მანქანა დაეჯახა. მოზარდისთვის ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო, რის შემდეგ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა