თეგებით ძიება

"პოლიტიკურ "ბნელიტას" პროფესიონალი ადამიანის ცეცხლივით ეშინია… რომ არ ეშინოდეს, გიორგი ფხაკაძე დღეს საქართველოში იქნებოდა…" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით" - ამბობს აზარაშვილი.

ეს უკვე მერამდენედ უნდა მიიწერონ, რაც მე ვთქვი?! სუფლიორის როლში ვარ აშკარად, ისე, ჯანდაცვის ექსპერტი/მეცნიერი გყავთ აგერ და, ზოგადად, შეეკითხეთ მაინც, როცა მის იდეებს აჟღერებთ. ხომ ხედავთ, რომ ბოლომდე მაინც არ გამოგდით და ყველაფერი მოჩვენებით, მოკლევადიან პიარულ სვლებს უფრო ჰგავს. ჩამოგითვალოთ ყველა “მიღწევები”…

ზოგი მეუბნება/მწერს:
რომ “ასე არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება! შენს ხარჯზე სკამები შეინარჩუნონ”
ზოგი მწერს, რომ “ძაან მაქვს ახლა აშლილი ნერვები...ცალკე იმათზე, რომ ყაჩაღივით იტაცებენ სხვის იდეებს და ამახინჯებენ და ცალკე შენზე, რომ საქართვრლოში არ ხარ ახლა!”

ზოგი კი “და თმობ, თმობ იმას, რაც შენ გეკუთვნის! იდეაც, ადგილიც და ვაფშე!”
ფაქტია, რომ მე ვეხმარები საქართველოს უანგაროდ და ეს სიტყვა “უანგაროდ” ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს. არსებულ ქართულ პოლიტიკურ "ბნელიტას" პროფესიონალი, კომპეტენტური და არაკორუმპირებული ადამიანის ცეცხლივით ეშინია…
რომ არ ეშინოდეს, გიორგი ფხაკაძე დღეს საქართველოში იქნებოდა…
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა