თეგებით ძიება

"იქნებ ბავშვის სახე ვინმემ ამოიცნოს, შესაძლოა მშობლებიც ეძებენ! ამბობს "მამას და დეს" - უკრაინაში უცნობი ბიჭი იპოვეს

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია უკრაინაში ნაპოვნ პატარა ბიჭზე სოციალურ ქსელში წერს:

"დიდი თხოვნაა, პოსტის ხელახლა გამოქვეყნება!!
ქალაქ ხარკოვის მე-19 საავადმყოფოში პატარა ბიჭია მოთავსებული. ტანსაცმლისა და ჰიგიენის ძირითადი საშუალებების გარეშე.

აღმოჩნდა, რომ პოლიციელებმა ბავშვი იზიუმთან იპოვეს, ის თავიდან იზიუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ხარკოვში. მათ არც გვარი იციან და არც მშობლები. საშინელი ხველა აქვს! ამბობს მამას და დე - დედას!
იქნებ ბავშვის სახე ვინმემ ამოიცნოს, შესაძლოა მშობლებიც ეძებენ!
დავეხმაროთ ბავშვს სახლში დაბრუნებაში!", - წერს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა