თეგებით ძიება

"ვერ ელევა გერმანია ამ რუსეთს და რა გინდა რომ ქნა..." - სად დაიწყო მუშაობა მარინა ოვსიანიკოვამ?

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი რუს ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მოკლედ, ვერ ელევა გერმანია ამ რუსეთს და რა გინდა რომ ქნა...მარინა ოვსიანიკოვა, კრემლის ტელევიზიის ყალბი პროტესტანი რედაქტორი, გერმანულმა Die WELT -მა აიყვანა კორესპონდენტად. ალბათ მალე ზახაროვას და სიმონიანსაც წაიყვანენ თავისთან", - წერს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის "პირველი არხის" რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" პირდაპირ ეთერში შეიჭრა პლაკატით ხელში, რომელსაც ეწერა: "არა ომს! შეაჩერეთ ომი! თქვენ გატყუებენ!". ის სამსახურიდან გაათასუფლეს, სასამართლომ კი 30 ათასი რუბლით დააჯარიმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა