თეგებით ძიება

"სირცხვილი თქვენი. წნევის წამალი 93 ლარი რომ ღირს და იქ აგზავნით მედიკამენტებს" - კიკნაძე უკრაინაში გაგზავნილ დახმარებაზე

ქართველი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე საქართველოს მხრიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას ეხმაურება და წერს:

"ამდენის საშუალება თუ აქვს ქვეყანას, დააპურეთ თქვენი ხალხიც, გიგა ლორთქიფანიძეს უფასო სასადილო ჰქონდა კავშირში და უმასპინძლდებოდა 70 პენსიონერს, სირცხვილი თქვენი. წნევის წამალი 93 ლარი რომ ღირს და იქ აგზავნით მედიკამენტებს. ეტყობა ჩვენისთანა პატრონი მეტი არ ჰყავთ. აქ აჭმევენ და ასმევენ, თან იქით აგზავნიან. მეცოდება ის ხალხი, მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს", - წერს კიკნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა