თეგებით ძიება

"უკრაინელ ქალებზე თუ კიდევ ვინმეს სუსტის და უმწეოს ასოციაცია უჩნდება, არ ვიცი..." - რის შესახებ წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდასაჭერს კონცერტის შესახებ საუბრობს.

"გუშინ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე აღმოვჩნდი და პროგრამა ძალიან მომეწონა. არანაირი ცუმპა-ცუმპა არ ყოფილა, პირიქით, სწორად შერჩეული იყო რეპეერტუარი და პროგრამა. მოკლედ, ყველაფერი იქნებოდა მოსაწონი, რომ არა წამყვანის ძალიან უხერხული მოხსენიება ზოგი ქალისა: ე.ი. ქალების წარდგენისას ორი გამოაცხადა ძალიან ლამაზ ქალად. (უხერხულია) და ერთზე თქვა გაუგებარი და გაუმართავი წინადადება, სადაც უკრაინის საინფორმაციო ომში ჩართულ უკრაინელ ბლოგერ-ინფლუენსერზე თქვა "სუსტი და უმწეო" გვგონიაო თუ რაღაც.

წამოცდენა, გადაცდენა, არ ვიცი, სულ ერთია რას დავარქმევთ, მაგრამ ერთი - გარეგნობაზე (მათ შორის სილამაზეზე) აპელირება პროფესიონალი ქალის წარდგენისას არის არაეთიკური და ნუ უკრაინელ ქალებზე თუ კიდევ ვინმეს სუსტის და უმწეოს ასოციაცია უჩნდება, არ ვიცი, ან თუნდაც იმის თქმა, რომ ეს ლამაზი ქალები უმწეოები არ არიან, ესეც ძალიან უადგილოა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამომავლოდ", - წერს უფლებადამცველი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა