თეგებით ძიება

"თუ ეს სიმართლეა, მსოფლიომ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი - რუსეთის ბაზები ერთ დიდ შავ ორმოდ უნდა გადაიქცეს!" - რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს როინიშვილი

მსახიობი, გია როინიშვილი რუსი სამხედროების სავარაუდო სისასტიკეზე წერს:

"თუ ეს სიმართლეა, მსოფლიომ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი - რუსეთის ბაზები ერთ დიდ შავ ორმოდ უნდა გადაიქცეს!

მარიუპოლში რუსებმა სავარაუდოდ, გამოიყენეს sarin - ზარინი
მისი ზემოქმედება ადამიანზე:
პირველი ნიშნებია ცხვირიდან გამონადენი, შეშუპების შეგრნება მკერდის არეში და გუგების შევიწროვება.
ცოტა ხნის შემდეგ მსხვერპლს უჭირს სუნთქვა, აქვს გულისრევის შეგრძნება და ნერწყვის მომატება.
შემდეგ ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს სხეულის ფუნქციებზე, ღებინება, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. ამ ფაზას თან ახლავს კრუნჩხვები.
საბოლოო ჯამში, მსხვერპლი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში და ახრჩობს კრუნჩხვითი სპაზმები, რასაც მოჰყვება გულის გაჩერება", - წერს როინიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა