თეგებით ძიება

"უკრაინელმა ტანკისტმა, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, მოტეხილი ფეხებით, ხოხვით, 6 კმ გაიარა და გადარჩა" - დაუჯერებელი ამბავი

ჟურნალისტი, მერაბ მერკვილაძე სოციალურ ქსელში უკრაინელის ტანკისტის შესახებ დაუჯერებელ ამბავს გვიყვება.

"უკრაინელმა ტანკისტმა, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, მოტეხილი ფეხებით, ხოხვით, 6 კმ გაიარა და გადარჩა.
ამის შესახებ, რაზდელნიანსკის ქალაქის ტერიტორიულ თემში განაცხადეს.

შემთხვევის დღეს, ის ორჯერ შევიდა ოკუპანტებისგან აღებულ სოფელში და მეორე ჯერზე, მისი ტანკი ნაღმზე აფეთქდა.
„ის იხსენებს, როგორ გაიღვიძა, მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, აფეთქებულ ტანკში და სასწრაფოდ სჭირდებოდა გაქცევა. მან შეძლო გადმოძრომა, გზის პირას რამდენიმე მეტრზე გახოხება და ჩასრიალება. ისმოდა აფეთქებები, სროლები, მტრის ტანკის გრუხუნი, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა.“ - აცხადებენ საზოგადოებაში.

კაცმა შეძლო დამალვა და მტრებმა ვერ შეამჩნიეს იგი, მაგრამ შემდეგი ბრძოლა მაშინვე დაიწყო და მძიმედ დაჭრილმა ტანკისტმა თითქმის ერთი დღე-ღამე გაატარა მტრის ცეცხლის ქვეშ. შემდეგ კი, ფეხებმოტეხილმა, დაახლოებით 6 კმ გაიარა.

ბორცვზე ასულმა, თანამებრძოლებთან დარეკვა შეძლო, რომლებიც გარდაცვლილად თვლიდნენ. მათ ტანკისტის გადარჩენა მოახერხეს.
სამედიცინო პროგნოზით, ის სიარულის არაუადრეს ექვს თვეში შეძლებს," - წერს ჟურნალისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა