თეგებით ძიება

"ბუჩაში და გორში 2008 წელს, ერთი და იგივე უცხოელმა ჟურნალისტმა გადაიღო ფოტოები და დადგმულია ორივე, რადგან ცხედრებს ადგილი შეუცვალესო" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"პუტინის გამხმოვანებელი, სალავიოვი, წერს, ბუჩაში და გორში 2008 წელს, ერთი და იგივე უცხოელმა ჟურნალისტმა გადაიღო ფოტოები და დადგმულია ორივე, რადგან ცხედრებს ადგილი შეუცვალესო, ანუ, არ დაგვიხოციაო, კი არა, სხვა ქუჩაზე დავყარეთ ჩვენ ცხედრები და გადაიტანესო!
კარგია, სალავიოვ, კარგი, ეგრე გააგრძელე, ანუ, ბუჩაში გადაღებული ფოტოები რომ ნახე, გორში გადაღებული ფოტოები გაგახსენდა, ხოო?
შენ აფხაზეთში მომხდარი უნდა ნახო, და მერე მეტად მიხვდები, როგორ იგივე ხელწერით მოქმედებდნენ რუსის ჯარისკაცები საქართველოშიც და უკრაინაშიც - მანქანით გადავლა ასაკოვან ხალხზე, არასაბრძოლო მოქმედებების დროს გენოციდი, გაუპატიურება ოჯახი წევრების თვალწინ, ბავშვების გაუპატიურება, ცოცხლად დაწვა, გვამების დაწვა, ცხედრების ქუჩაში დაყრა და ხალხისთვის მათი დამარხვის აკრძალვა, ცხედრების ჭაში ჩაყრა - ერთი-ერთში იმეორებენ!
კარგია, სალავიოვ, კარგი, ახსენე საქართველო და გორი ბუჩასთან და უკრაინასთან კავშირში, შენ მაინც ახსენე, ვიღაცა დაგუგლავს, მეტს გაიგებს, ვიღაც ფოტოებს შეადარებს და ყველასთვის ჯერ ვერ გაქვთ ტვინები გამორეცხილი.
მადლობა, სალავიოვ, მადლობა, ქართველ პუტინისტებს შენ მაინც შეახსენე, რომ რუსის ჯარი ჩვენც იგივეს გვიკეთებდა და აგერ ახლახანს მოგვიგდეს ბესტაევის გვამი.
კი, გორი ჰგავს უკრაინაში ნაკეთებს, მაგრამ ის, რაც ბუჩაში აკეთებს, უფრო ოსეთის რეგიონს და აფხაზეთს ჰგავს, რომ იცოდე, გორის სცენარი კი აი, ამით ჰგავს - როცა რუსის ჯარი პირისპირ ბრძოლაში ვერ ერევა მოწინააღმდეგეს, მიდის და მშვიდობიან ხალხს ხოცავს! რკინიგზის ვაგზალზე მშვიდობიანი ხალხი რომ დახოცეთ, ეგაა გორის ანალოგი, მარიუპოლში კლინიკები და თავშესაფრები რომ დაბომბეთ, ეგაა გორის ანალოგი!
გვახსენე, სალავიოვ, შეადარე ჩემ მიწაზე და უკრაინის მიწაზე დახოცილი ხალხი ერთმანეთს, რადგან ორივეგან შენი ქვეყანა ხოცავდა და ხოცავს!
იმ უცხოელ ჟურნალისტს იმას ედავები, გორში, გარდაცვლილთა ცხედრები გადაიტანა და ისე გადაუღო ფოტოო, ცხედარს ადგილს შეუცვლი, გადააბრუნებ, თუ დაკრძალავ - არაფერი იცვლება, შენი ქვეყნის მოკლულია ჩამხობილიც და გადმობრუნებულიც, ისევე, როგორც შენ არ გეშველება არაფერი, რა ნაგავიც ხარ, ის ნაგავი იქნები სადაც უნდა გადაგიტანონ და რამდენჯერაც უნდა გადაგაბრუნონ", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა