თეგებით ძიება

"მოწამვლის ნიშნები აქვთ აზოვის მებრძოლებს" - რას წერს ქართველი ჟურნალისტი უკრაინიდან

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"47-ე ღამე მოკლედ
მარიუპოლში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ ახალი და ოფიციალური ცნობები არ არის. გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში გამოიყენეს ზარინი. (ზელენსკის ამ საკითხზე არაფერი უთქვამს ღამის მიმართვაში)
მოწამვლის ნიშნები აქვთ აზოვის მებრძოლებს, თუმცა საფრთხე სიცოცხლეს არ ემუქრება
ღამე უკრაინის 2/3 განგაში იყო. დაიბომბა ხარკოვი
რუბეჟნიში 7 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, არის მსხვერპლი
მოკლულია 186 და დაჭრილია 344 ბავშვი
ბრიტანული დაზვერვა დიმბასში ესკალაციას ელოდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში
anonymous-მა ისევ გატეხა რუსული სამთავრობო ბაზები
იაპონიამ დაუწესა სანქციები რუს 398 პირს და 28 კომპანიას


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა