თეგებით ძიება

"უკრაინის მთავრობამ ,,დაიკიდა“ მარიუპოლი და აზოვი..." - გურამ ლურსმანაშვილი

თეოლოგიის მაგისტრი, გურამ ლურსმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

"ისევ მარიუპოლზე და აზოვზე. ვრცელი პოსტი, ნაწილი II
მარიუპოლის აზოველების მდგომარეობა ბევრს გვაინტერესებს საქართველოში (ჩემი პირველი პოსტის engagement-იც ამას მოწმობს). მაგრად რომ იბრძვიან ეს ისეც ვიცით, ვნახოთ რა კონკრეტული დეტალები გვაქვს ამ ბიჭების დღევანდელ მდგომარეობაზე.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარიუპოლში ორი ეპიცენტრია, ერთ მხარესაა მარიუპოლის მთავარი პორტი, მეორე მხარესაა აზოვსტალის ქარხანა, სადაც აზოველები არიან. ლოგიკურად, ადრე თუ გვიან, ბრძოლებმა მხოლოდ აზოვსტალის ქარხანასთან უნდა გადაინაცვლოს, მაგრამ ესეც არ ნიშნავს აზოვის დამარცხებას. კარგად რომ გვესმოდეს, აზოვსტალი არის მარიუპოლში მდებარე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხანა. წლების მანძილზე ეს ქარხანა აზოველებმა გადააქციეს ციხე-სიმაგრედ (თავისი საწყობებით, ლოჯისტიკით, ბუნკერებით... ყველაფრით). მათ უზუსტესად იციან ამ ქარხნის თითოეული კუთხე-კუნჭული, ამიტომ, როდესაც ბრძოლები მთლიანად მანდ გადაინაცვლებს, იქაც არ მოელით მშვიდი გასეირნება ღრუსებს.

აზოვის მეთაურობის შესახებაც ვრცელდება ხოლმე არასწორი ინფორმაციები. კარგად რომ გავიგოთ, აზოვს ჰყავს 4 ,,კამანდირი.“ აზოვის სულ სულ უფროსი არის ანდრეი ბილეცკი (რომელიც ამჟამად მარიუპოლში არაა). მის შემდეგ მოდიან: იგორ მიხაილენკო, მაქსიმ ჟორინი და დენის პროკოპენკო. ეს უკანასკნელი არის უშუალოდ მარიუპოლის აზოვის მეთაური და არა მთლიანად აზოვისა. ზოგადად, აზოვი მარტო მარიუპოლში არაა, ისინი ბევრგან არიან, უბრალოდ ,,ცენტრი“ აქვთ მარიუპოლში.

რამდენიმე კვირის წინ მარიუპოლს ოფიციალურად უტევდა 16 000! ღრუსი, ამას+ავიაცია+არტილერია+შეტევა ზღვიდან (გავრცელდა კადრები, საიდანაც ღრუსების საბრძოლო გემებიდან მარიუპოლს ურტყამენ ), მოკლედ, ატომური ბომბის გარდა, ღრუსებმა მგონი ყველაფერი გამოიყენეს უკვე ამ ქალაქის დასანგრევად და იქაური აზოველების დასახოცად. ამ ფონზე, 45 დღე იყო რუსების ალყაში და ქალაქი ისევ იბრძოდეს ნიშნავს რომ- უმაღლეს დონეზე ხარ მომზადებული (ფიზიკურად, ფიქოლოგიურად, მენტალურად); არ გაქვს შიშის გრძნობა; ტაქტიკურად ხარ ძალიან განსწავლული; სიგიჟემდე გიყვარს შენი ქვეყანა და იდეალები.

თავიდანვე ვიცოდით, რომ აზოველებმა ტაქტიკური გამიზნულებით, მარიუპოლში მდინარის მარცხენა სანაპირო დათმეს და სიღრმეში შეიწიეს. ოღონდ, სიღრმეში არ რჩებიან, გამოდიან ხოლმე იქიდან და სასწაულ ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებენ. მაგ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ მარიუპოლში (ქალაქის ცენტრიდან მოშორებით), აზოველების ბტრ-4 უკნიდან აფეთქებს ორ რუსულ ტანკს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჩაიარა რამდენიმე რუსულმა ტანკმა (სავარაუდოდ რეიდზე, რაც იმას ნიშნავს რომ მათ წინ დიდი ალბათობით სადაზვერვო ჯგუფსაც უნდა ჩაევლო) და უცბათ, მათ უკან აღმოჩნდნენ აზოველები. ვთქვათ საკანალიზაციო ჭიდან ჯაველინებით რომ ამოსულიყვნენ აზოველები არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ არა, უცბათ ბტრ-4 (რომელსაც 30 მმ.იანი ჯავშანსაწინააღმდეგო ქვემეხი უყენია), ,,გაჩნდა“ 2 რუსული ტანკის უკან, დაუშვა უკნიდან, ორივე ტანკი გაუყენა ,,კუდიგორის გზას“ და მერე ისევ ,,გაქრა“ (ბტრ-ს გარდა, არსებობს კადრები, სადაც აზოვის 2 ტანკი (T64) სინქრონში უბათქუნებენ რუსებს, მაგის განხლვას არ დავიწყებ, რადგან შედარებით ძველია. თუ დაგაინტერესებთ მაგ ვიდეოსაც მოგცემთ).

5- მარიუპოლში რუსებმა სანგრების თხრა და პოზიციების გამაგრება დაიწყეს გარკვეულ ლოკაციებზე. გუშინ, გამთენიისას მათ აზოველები ,,ესტუმრნენ.“ შედეგად კი კობზონის კონცერტს მაყურებლები შეემატნენ.

6- გავრცელდა ვიდეო, სადაც აზოველი აძვრა სახურავზე და ფაქტობრივად დამიზნების გარეშე ,,შმელით“ დაადუღა ღრუსული bmp. წარმოიდგინეთ, 24 საათის განმავლობაში რუსები ჰაერიდან აკონტროლებენ მარიუპოლს, ამ დროს ადიხარ სახურავზე შმელით, ბრახ bmp-ს და ჩამოდიხარ დაბლა. ეს რომ გააკეთო უნდა იყო თავზეხელაღებული ტიპი, ზე პროფესიონალი მებრძოლი და ,,უშიში ვითარცა უხორცო.“ ის აზოველი ასეთია.

7- გავრცელდა ვიდეო, სადაც 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მარიუპოლში რუსებს ტყვედ ჩავარდა. რუსები იძახდნენ საზღვაო ქვეითები იყვნენო. თავიდან მარიუპოლში იბრძოდნენ- აზოვი, საზღვაო ქვეითები, პოლიციის შენაერთები და მოხალისეები. მე რაც ვნახე, ვიდეო ავთენტურია, თუმცა არა საზღვაო ქვეითები, არამედ, მოხალისეები იყვნენ, რომლებსაც ტყვია წამალი გაუთავდათ. ტაქტიკურად ალბათ ძალიან სწორი მოქმედება იყო, რადგან ტყუილად ამდენი ,,მოხალისის“ შეხოცვას, ჯობია ისინი დარჩენილიყვნენ ქალაქში და რესურსებიც იმათ გამოეყენებინათ, ვინც რუსებისთვის ჩაბარებას არ აპირებენ (მაგ. აზოველები), ამ მოხალისეებს კი მხოლოდ მადლობა ეკუთვნით გმირობისთვის.

ქართულ მედიასივრცეში გაიჟღერებს ხოლმე - უკრაინის მთავრობამ ,,დაიკიდა“ მარიუპოლი და აზოვიო. რაც მართალი არაა, პირიქით. ალყაშემორტყმულ ქალაქში, რამდენიმე დღის წინ განხორციელდა ფაქტობრივად თვითმკვლელი მისია - რამდენიმე უკრაინული ვერტმფრენი (სავარაუდოდ ზღვის მხრიდან), შეფრინდა მარიუპოლში, დატოვეს იქ ტყვია-წამალი, და სხვა აუცილებელი ნივთები, წამოიყვანეს დაჭრილები და იქიდან გამოფრინდნენ უკან. სამწუხაროდ, ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს ღრუსებმა (შიგ მყოფი დაჭრილი მებრძოლები გარდაიცვალნენ), თუმცა, დანარჩენებმა (როგორც ჩვენთვის ცნობილია), მოახერხეს და გავიდნენ სამშვიდობოს.

-როდესაც აზოველების ტყვია-წამლით მომარაგებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მათი მთავარი ,,მომმარაგებელი“ რუსული ჯარებია. გამოდიან ხოლმე აზოველები თავისი სამყოფელებიდან, რუს ჯარისკაცებს კობზონის კონცერტზე უშვებენ და მათი იარაღები თავისთან მიაქვთ ხოლმე. თავისუფალი ბაზარია მოკლედ. იარაღი- კონცერტის ბილეთის საფასურად.

-ახლახანს, უკრაინის მთავრობისგან პროკოპენკომ გმირის წოდება მიიღო, იაპონიის ხელისუფლებამ კი ოფიციალურად ამოიღო აზოვის ბატალიონი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. თუნდაც ეს ფაქტები საკმარისი არგუმენტებია იმის სათქმელად, რომ დღეს, აზოვი, არანაირი ტერორისტული და უბედური ორგანიზაცია არაა, არამედ, მასში მებრძოლი ბიჭები არიან უკრაინაზე უზომოდ შეყვარებული ხალხი, რომლებიც, პირადი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად (ამ ბატალიონში ირიცხებიან ეთნიკურად ქართველი, ებრაელი, ბელარუსი... მებრძოლები) სიცოცხლეს სწირავენ დამოუკიდებელი და რუსეთისგან თავისუფალი უკრაინის იდეისთვის. იმასაც უნდა მივეჩვიოთ, რომ ზღაპრებისგან განსხვავებით რეალობაში გმირები ,,უცოდველები" არ არიან. რუსეთის წინააღმდეგ ასეთ ომში ჩართულ ყველა სერიოზული ბატალიონის წევრებს თავისი წილი ცოდვები აქვთ ჩადენილი (რომლებიც რუსული სეპარატიზმისა და ოკუპაციის წინააღმდეგ რადიკალური ბრძოლით იყო განპირობებული), თუმცა, ახლა და ამ მოცემულობაში, ამ ყველაფერზე საუბარი გაუმართლებლად მიმაჩნია. და მთავარი- ყველა გმირი, რომელიც საკუთარი სამშობლოს რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის თავგანწირვით იბრძვის, ოფიციალური კრემლისთვის (და მისით შეშინებული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის) არის- ნაცისტი ან ნეო-ნაცისტი. ასეთი ,,ნაცისტები“ არიან აზოველები და ასეთები ვიქნებით ჩვენც, თუ რომელიმე ქართული ქალაქის დაცვას სიცოცხლის ფასად გადავწყვეტთ.

-რაც შეეხება გარედან მარიუპოლის ალყის გარღვევას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინული ჯარები მარიუპოლიდან საკმაოდ შორს არიან. მარიუპოლამდე ჰაერს კი მთლიანად აკონტროლებენ რუსები. მარიუპოლამდე რამდენიმე კილომეტრი ტრიალი მინდორია, რაც იმას ნიშნავს რომ იქ მოხვედრილი სამხედრო ძალა, ავიაციისა და არტილერიის პირდაპირი სამიზნე იქნება. ამ მოცემულობაში გარედან ალყის გარღვევის ვარანტი უბრალოდ არ არსებობს. მარიუპოლის ალყის გასარღვევად ალბათ გადამწყვეტი იქნება ვოლნოვახას აღება. აი ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო რეალური პროგნოზები გავაკეთოთ, იქამდე კი, სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

-აზოველების გმირობა და პროფესიონალიზმი არ ცვლის იმ ტრაგედიას, რაც მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხდება. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ღრუსებმა მარიუპოლის მიწისქვეშა გადასასვლელებში სპეციალური ,,საწყობები“ მოაწყვეს, სადაც მიცვალებულებს აგროვებენ, რომ მერე ეს დაგროვებულები ერთად ან დამარხონ, ან დაწვან, ან რამე მსგავსი უბედურება გაუკეთონ, რომ კვალი არ დატოვონ. საუბარია ათობით ათას!!! მშვიდობიან მოქალაქეზე. ბუჩასა და ირპენის ტრაგედია არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მარიუპოლში რუსები აკეთებენ. ამისგან კარგი გაკვეთილი უნდა ავიღოთ, რომ ჩვენ, მომავალში (თუკი) რუსეთთან ომი მოგვიწევს, ჩვენი ჯარი რომელიმე ქალაქში გამაგრდება და მის დასაცავად ხანგრძლივ ბრძლას დაიწყებს, ამ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დარჩეს. ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნა მაშინ მოქმედებს საშენოდ, როდესაც ,,ნორმალური“ მტერი გყავს, რომელიც ერიდება უიარაღოების დახოცვას. რუსისთვის ეს ,,პრობლემა“ არ არსებობს, შენ ხელი გეშლება და ფსიქოლოგიურად კიდევ ინგრევი (რომ არაფერი ვთქვათ ამ ხალხის პირად ტრაგედიებზე).

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოველი საზღვაო ქვეითები დღეს ,,გადამწყვეტ ბრძოლას" აპირებდნენ. ეს ინფორმაცია ფეიკი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იგივეს ჯერ ვერ ვიტყვი მარიუპოლში რუსების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების (სავარაუდოდ უპილოტოებიდან) შესახებ. ამბობენ, რომ ეს იყო ,,ზარინი," რომლის გამოყენებაც აკრძალულია და რომელიც საშინელი წამებით კლავს ადამიანს", - წერს ლურსმანაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა