თეგებით ძიება

ბინის ქირის ფასი თბილისში 48%-ით გაიზრდა

უძრავი ქონების აგენტების თქმით, ბინის ქირის ფასი დედაქალაქში რეკორდულად, 48%-ით გაიზრდა, მიზეზი კი რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსული ხალხის დიდი ნაკადია.

"გაიზარდა მოთხოვნილება და გაიზარდა ფასები", - ამბობენ უძრავი ქონების აგენტები.

გაზრდილია გაყიდვების რაოდენობაც. ძირითადი მიმართვიანობა ახალ აშენებულ ბინებზე მოდის, 1 კვადრატული მეტრის ფასი საშუალო ფასი 900 დოლარამდე შეადგენს, რაც ამავე წლის იანვართან შედარებით 50 პროცენტითაა მომატებული.

უძრავი ქონების აგენტები განმარტავენ, რომ ახალ აშენებულ ბინების გაძვირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ძირითადი სამშენებლო მასალები უკრაინიდან შემოდიოდა, რაც დღესდღეობით დეფიციტს ქმნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა