თეგებით ძიება

"მარტივ რამეს ვითხოვდი-საზღვრის კვეთა გაესაჯაროვებინა, იმყოფებოდა თუ არა კვიპროსში და შეხვდა თუ არა დავით კეზერაშვილს" - ვის შესახებ წერს ელისო კილაძე?

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ წერს.

"მატყუარა,აფერისტი,ფუნა,სუსის აგენტი,-ქოცის შეფასებები არ გეგონოთ,ამ სიტყვებით მამკო გუშინ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, და კითხვებზე პასუხის ნაცვლად,დამბლოკა.

მისი ნერვული შეტევის ხარისხი მაფიქრებინებს რომ ჩვენი წყარო ენმ-დან აბსოლუტურად სწორი იყო.

მარტივ რამეს ვითხოვდი-საზღვრის კვეთა გაესაჯაროვებინა,-იმყოფებოდა თუ არა კვიპროსში და შეხვდა თუ არა დავით კეზერაშვილს.
ცალ კარში თამაში გამომივა,მაგრამ მასალების გამოქვეყნებას გავაგრძელებ,თუ კომენტარის გაკეთების სურვილი ექნება,მზად ვართ !
ასევე,მზად ვარ დებატებისთვის -ნებისმიერ ფორმატში "იმედის" და პოსტ ტვ-ის გარდა!", - წერს ჟურნალისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა