თეგებით ძიება

"ჩვენმა მოქალაქეებმა თავი გაწირეს უკრაინის თავისუფლებისთვის, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით მენაბდიშვილის პანაშვიდზე მივიდა.

"მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო ოჯახს, მთელი გულით მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და ასევე უკრაინას. ჩვენ დავკარგეთ ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ძმა, მეგობარი და თავისუფლებისთვის მებრძოლი. ჩვენმა მოქალაქეებმა თავი გაწირეს უკრაინის თავისუფლებისთვის, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ხსოვნის პატივის მისაგებად ეს არის ის, რომ არ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა