თეგებით ძიება

სკანდალი: სახლში წაღებულია 300 000 ლარზე მეტი სოციალურად დაუცველი ხალხის ფული, "ოცნების" ჩინოვნიკებმა პრემიებად დაირიგეს

სახლში წაღებულია ღატაკი ადამიანებისთვის განკუთვნილი 300 000 ლარზე მეტი - სოციალურად დაუცველი ხალხის ფული, "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებმა პრემიებად დაირიგეს.

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის გამოყოფილი წამლისა და ოპერაციების ფული პრემიებად აქციეს.

"ქართული ოცნების" ლიდერი ქუთაისში და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი შენგელია იმ მაღალჩინოსანს შორისა, ვისაც მერიამ სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან მისცა, საბუთებში კი გააფორმა რომ ჩინოვნიკები, რომელთა ქონება და შემოსავალი ათი ათასობით ლარია, ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეების მსგავსად სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებდნენ. ირაკლი შენგელია, რომელიც პროფესიით ექიმია, ამბობს, რომ ფული მერიამ შელახული ჯანმრთელობის სარეაბილიტაციოდ მისცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა საკუთარი ან ოჯახის წევრების სახელზე სოცდახმარებების ბიუჯეტიდან 350 ათას ლარზე მეტი გამოწერეს.

"მოსამსახურეებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 358.2 ათასი ლარი. სოციალური დახმარებების გაცემის პროცესის შესწავლით გამოვლინდა მაღალი რისკი, რომ დახმარებები ფაქტობრივად არის მოსამსახურეების ფულადი წახალისება და არა სოციალური დახმარება"- წერია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებს აქვთ ეჭვი, რომ ფული, რომელიც გაჭირვებულ ხალხს უნდა დახმარებოდა, პრემიებად დაირიგეს, დოკუმენტებში ეს შავი გარიგება რომ გაეთეთრებინათ ჩაწერეს თითქოს ყველას ფული სამედიცინო დახმარებისვის სჭირდებოდა.

"მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა დახმარება, ძირითადად, მოითხოვეს საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით, თუმცა განცხადებების უმრავლესობას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია. გასაცემი თანხის ოდენობას ადგენს ქალაქის მერი, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით სარგებლობს კონკრეტულ შემთხვევაში"- აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამ მაქინაციებით მხოლოდ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი ხელფასის ოდენობის თანხმა სოციალურად დაუცველთა ბიუჯეტიდნ სახლში წაიღო.

ირაკლი შენგელიას ქონებრივი დეკლარაციით დგინდება, რომ ის უხვშემოსავლიანი მოქალაქეა და სოციალური დახმარების აღების არანაირი საჭიროება არ ჰქონდა.

აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნით დგინდება, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი ფული, ჯამში 350 ათას ლარზე მეტი ჩინოვნიკებს 2019-2020 წლებში დაურიგეს, ამ პერიოდში მერი იოსებ ხახალეიშვილი იყო. "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რატომ დაარღვია კანონი და გაჭირვებული ქუთაისელებისთვის გამოყოფილი თანხა ჩინოვნიკების ანგარიშებზე რატომ გადარიცხა. ხახალეიშვილი კრიტიკულ მედიას ემალება.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი ფული ჯამში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ 42 ადამიანზე ორჯერ ან უფრო მეტჯერ გაიცა. პრაქტიკულად პრემიად დახმარება გამოიწერეს საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსებმა, ასეთი სულ 37 შემთხვევა იყო. 158 -მა საჯარო მოხელემ ერთად აიღეს როგორც პრემია, ასევე სოციალური დახმარება. არადა მათი ქონების და შემოსავლების გადამოწმების შემდეგ დგინდება ,რომ მათ ამის საჭიროება არ ჰქონდათ.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა