თეგებით ძიება

"მეგრულის და სვანურის სწავლებაზე ერთი ძველი ამბავი მახსენდება..." - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი მეგრული და სვანური ენების სკოლებში სწავლასთან დაკავშირებით ატხეხილ აჟიოტაჟს, ძველი ამბით ეხმაურება:

"მეგრულის და სვანურის სწავლებაზე ერთი ძველი ამბავი მახსენდება. გაქანებული ზასტოია, გასული საუკუნის სამოცდაათიანების ბოლო თუ ოთხმოციანების დასაწყისი, აი, ბრეჟნევი ჯერ კიდევ რომ არ მომკვდარა, მაგრამ ცოცხლებშიც რომ პრაქტიკულად აღარ წერია და მწერლების დელეგაციაა ჩასული სამეგრელოში. საღამოს, რასაკვირველია, მთელი დელეგაცია დაპატიჟებულია შეძლებული გლეხის ოჯახში, იშლება ზღაპარი სუფრა ელარჯით, საცივით, ქაცარით და კაი-კაი მეგრული კერძებით და ამ დროს მასპინძელი ეკითხება ერთ-ერთ სტუმრად ჩასულ მწერალს.
- ძმები შენგელაიები რომ არიან, კინორეჟისორები, გიორგი და ელდარი, იცნობთ იმათ?
- დიახ, - პასუხობს მწერალი.
- როგორი ბიჭები არიან?
- კაი ბიჭები არიან, გადასარევები, - არ დაიშურა ქება სტუმარმა.
- მეგრული იციან?
ახლა მწერალისთვის ცხადი გახდა, რომ მთელი ეს დიალოგი ამ კითხვაზე პასუხის მიღებისთვისაა წამოწყებული. არადა ძმებ შენგელაიებს გვარი კი აქვთ მეგრული, მაგრამ ისე უფრო კახეთში არიან გაზრდილები და შესაბამისად მეგრულსაც არ ფლობენ. თუმცა მასპინძლისთვის ნამეტანი გული რომ არ დაეწყვიტა, იფიქრა ნახევრად მოვიტყუებიო და ასე უპასუხა:
-ერთმა იცის, ერთმა არა.
- ხოხ! - შეიცხადა მასპინძელმა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ კითხულობს, - რომელია ჩათლახი?", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა