ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში - აივნიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა
ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში – სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტში მიღების ღონისძიება – ე.წ welcome party მიმდინარეობდა.
„ეზოში ვისხედით. აკადემიაში welocome party გვქონდა, მიღებაზე უამრავი სტუდენტი იმყოფებოდა. დაახლოებით, საღამოს 7 საათისკენ, აკადემიის ერთ-ერთი კოსპუსის ნაწილში ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ… ხალხი მალევე შეიკრიბა, როგორც აღმოჩნდა, შენობის აივნიდან გოგო გადმოვარდა…
იქვე ითქვა, რომ შესაძლოა თანმხლები სტუმარი და არა აკადემიის სტუდენტი იყო, ალბათ 16 წლამდე… სასწრაფო სამედიცინო დახმარება მალევე მოვიდა, გოგო ცოცხალი იყო, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ისეთი უცებ მოხდა, ყველანი შოკში ვიყავით“. – ამბობს აკადემიის სტუდენტი „ფორტუნასთან“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.