თეგებით ძიება
02. 10. 2024 მსოფლიო

'ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავისი არსებობის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება მიიღო" - ანალიტიკოსი აკა ზარქუა

ანალიტიკოსი აკა ზარქუა სოციალურ ქსელში ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმიანება:

"ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავისი არსებობის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. 

სხვადასხვა მონაცემებით ისრაელი 400-მდე ბალისტიკური რაკეტით იბომბება, პირველად მიმდინარე ომის განმავლობაში ისრაელის საომარი კაბინეტი ბუნკერში ჩაატარებს სხდომას. 

ძალიან მარტივი წარმოსადგენია, რომ მიმდინარე შეტევა ისრაელის მთავრობაში წარმოქმნის დისკუსიას სტრატეგიული შესაძლებლობის შესახებ დაბომბონ ირანის ბირთვული ობიექტები. ეს შეტევა ისრაელის ამჟამინდელმა მთავრობამ შესაძლოა გარდამტეხ წერტილად მიიჩნიოს, რაც გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. 

გასული თითქმის 12 თვის განმავლობაში ირანი და მისი წინააღმდეგობის რკალი არაერთხელ შეცდა ისრაელის საპასუხო ზომებისა და პოლიტიკური ნებისყოფის პროგნოზირებისას. ამჟამინდელი მისკალკულაცია კი შეიძლება საერთოდაც საბედისწერო აღმოჩნდეს. ისრაელის ისტებლიშმენტში ისედაც პოპულარული იყო აზრი, რომ ახლა შესანიშნავი მომენტია ირანის ბირთვული შესაძლებლობების გასანადგურებლად და ახლა მათი ხმები კიდევ უფრო ძლიერად გაისმის. 

მარტივად, რომ ვთქვათ ისრაელზე ბალისტიკური იერიშის წამოწყება, მაშინ როდესაც მთავარი შემაკავებელი ძალა პრაქტიკულად დეკაპიტირებულია არ მგონია მაინცდამაინც კარგი იდეა."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა