თეგებით ძიება
02. 10. 2024 ვიდეო

“დავაი“ ახლა დროზე! თავს მოგაწყვიტავ“ - შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს: როგორ სძალავდნენ ღამის კლუბების სტუმრებს დიდი ოდენობით თანხას

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის და­უფ­ლე­ბის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა გახ­სნეს, და­კა­ვე­ბუ­ლია 15 პირი.

შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ თაღ­ლი­თო­ბი­სა და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.უ.; 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ფ.; 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ლ.; 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ.; 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ღ.; 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ე.; 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ.; 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ხ.; 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ.; 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ.; 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ა. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ბი პი­რე­ბი: 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.თ.; 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.წ.; 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.გ. და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში, რამ­დე­ნი­მე ღა­მის კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ თაღ­ლი­თო­ბის გეგ­მა, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ რო­ლე­ბი და მათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სულ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და შეკ­ვე­თილ პრო­დუქ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მო თან­ხებს სძა­ლავ­დნენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სტუ­მა­რი უარს აცხა­დებ­და თან­ხის გა­დახ­და­ზე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლას და მუ­ქა­რას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და ამ გზით ცდი­ლობ­დნენ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის მი­ღე­ბას. ხოლო, თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მა­ინც უარს აცხა­დებ­დნენ თაღ­ლი­თუ­რად და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხის გა­დახ­და­ზე მათ ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ.

პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე და 181-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა