თეგებით ძიება

"ხაბეიშვილის მცდელობები - ჩემ მიერ კეზერაშვილის გარიგებების მხილების უკან ქოლცენტრებთან კავშირი დამაბრალოს, სრულიად უაზრობაა" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"დავასრულე წერა:
შვედი რეპორტიორების მიერ,ევროპოლის გამოძიებაზე დაყრდნობით გაშიფრულია კიევის Milton Group-ის ქართული კავშირები.
ქოლცენტრის მფლობელად დასახელებულია 38 წლის ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა,კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი Project Partners-ში,რომელიც თავის მხრივ თანამფლობელია სამშენებლო ფირმა ElitejomFortbud-ის,პეტრე ცისკარიშვილთან ერთად.

შეგახსენებთ,რომ ცისკარიშვილი ენმ-ს გენერალური მდივანია,და ევროპოლის მიერ პენსიონრების ძარცვაში ეჭვმიტანილ პირს უცხოელები რეპუტაციულად როგორ შეაფასებენ,ძნელი წარმოსადგენი არაა !!

ცხადია,კეზერაშვილის და ყველა სხვა ქოლ ცენტრი ფუნქციონირებდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით,და მისი ფულიც ასევე მიდიოდა ქოცების შავ სალაროში.
ევროპოლიც გამოძიების პარალელურად,ყველა ქოლცენტრი დახურულია !

ხაბეიშვილს მცდელობები -ჩემს მიერ კეზერაშვილის გარიგებების მხილების უკან ,ქოლცენტრებთან კავშირი დამაბრალოს,სრულიად უაზრობაა .
ლანძღვის პარალელურად დამბლოკა,პასუხს ვერ ვცემ !

შევახსენებ მასაც და სხვებსაც,რომ ქოლცენტრის პირველი ვიდეო კადრები და მოწმის აუდიო ჩანაწერი მე გავასაჯაროვე,რომლითაც ბრიტანეთში გამოძიება დაიწყო !
სხვა დეტალები ხვალ ქრონიკა+-ში .
პეიჯზეც ხვალვე დავდებთ მასალას,უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტებისთვის !", - წერს კილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა