თეგებით ძიება

გორის მერი კვლავ სკანდალში ეხვევა - ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გამო დაკავებული ბუღალტრის შვილი სკანდალურ ინფორმაცია ავრცელებს

გორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გამო დაკავებული ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ზემდგომ პირებს ემუქრება.

"გგონიათ, ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი, ვინ ხართ. იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ იმის პატიოსნებით. რახან ხმა არავინ ამოიღო გგონიათ შეგრჩათ.

უფროსი რომ გამოდის და ამბობს ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი, რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი მე დაგანახვებ. არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან.

სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აბსოლიტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი თუ ამნეზია დაემართა არ ახსოვს.

ღმერთს ვფიცავარ თუ ყველას არ გაგებინოთ პასუხი, ყველაფერი ვიცი და დედაჩემს წინ წაგიმძღვარებთ გპირდებით. თქვენ ეტყობა დებილი გგონივართ. ისიც გაითვალისწინეით მე ლეილაზე ძლიერი ვარ ყველანაირად და ყველას გაგებინებთ პასუხს სამართლებრივად, დასაბუთებულად და დოკუმენტაციით.

თუ მუქარის ქვეშ გყავდათ მე ისედაც უკვე მკვდარი ვარ და უკან დასახევი აღარაფერი მაქვს. აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. ისიც ვიცი რომ ნახავ და წაიკითხავ, თუ არადა გადმოგცემენ. თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ყველას მიგაყოლებთ", - დაკავებული ბუღალტრის შვილი.


შეგახსენებთ, 13 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი, რომელსაც 150 ათას ლარამდე თანხის მითვისებას ედავებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა