თეგებით ძიება

"რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის საზარელი" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ ის, რაც ბუჩასა და ირპენში საკუთარი თვალით ნახა არის საზარელი.

"რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის საზარელი, და მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ და ჩვენ ასეთი სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან. ეს ჩვენთვის ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი და ესაა მნიშვნელოვანი, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, და ჩვენ 1990-იან წლებში არ იყო ამის საშუალება, ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. ბუჩაში სამარხი სადაც არის ფრანგი კრიმინალისტები და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ და ეს არის ახლა მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებები. სწორედ ამიტომ ჰააგის სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც უნდა მოხდეს ყველა ამ დოკუმენტაციის შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული და ჩვენ გამოცდილება გვაქვს ამ კუთხითაც ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის და ყველანაირად შეგვიძლია, დავეხმაროთ.

რა თქმა უნდა ჩვენ იქ რასაც ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს და ფაქტია ის რაც ვნახეთ ის დაზიანება სამოქალაქო შენობების და ადამიანური მსხვერპლი საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და აქ უნდა იყოს ახლა ყველა ჩართული",- ამბობს შალვა პაპუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა