თეგებით ძიება

"ასეთი რამ არ წაადგება ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას" - კობახიძე ენმ-ს დელეგაციისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე

"იმედს ვიტოვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცის და ზელენსკის შეხვედრა არ მოხდება“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

"რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. საუბრობენ ისინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში იყო ჩასული და ხვდება „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას: მელიას, მარგველაშვილს და სხვებს, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი, ბუნებრივია, ასეთი რამ არ წაადგება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთობას, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა