თეგებით ძიება

ნუ გავუბრაზდებით... პატიმარი, რომელსაც ციხეში წინ აქვს რამდენიმე წელი სჭირდება გართობა და ხელი უნდა შევუწყოთ - წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, თუმცა მისი თქმით, ექსპრეზიდენტს, რომელსაც ციხეში კიდევ რამდენიმე წლის გატარება მოუწევს სჭირდება, "გართობა" და აჟიოტაჟი.

"როგორც ვიცი ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, მაგრამ ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით იმიტომ, რომ პატიმარი, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, რა თქმა უნდა, მას სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, მას სჭირდება გართობა და ამისათვის ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის რესურსი მას ვერ ექნება და უბრალოდ ვერ გააჩნია მითუმეტეს საპატიმროდან,"- აცხადებს წულუკიანი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა