თეგებით ძიება

"დავხვდებით ისე, როგორც საჭიროა, მზად ვართ ყველაფრისთვის" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერი ქალი

ქართველი სნაიპერი, დარეჯან მაისურაძე, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფება "მთავართან" საუბრისას ამბობს, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის.

“შინაგან საქმეთა სამმართველოში ვარ მე, როგორც ყოფილი თანამშრომელი. მოქმედი და ყოფილი თანამშრომლებისგან იქმნება ჯგუფი და დავდივართ, პატრულირებას ვაკეთებთ ქალაქში. ვაკონტროლებთ, რომ არ იყოს დივერსანტები. საკმაოდ ბევრი დავაკავეთ, სხვათა შორის. ჩვენთან შედარებით სიმშვიდეა გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიბომბებით, უბრალოდ, სირენების ქვეშ ვცხოვრობთ. მომზადებული გვაქვს ყველაფერი და თუ მოუნდებათ ჩვენკენ გადმოხედვა, დავხვდებით ისე, როგორც საჭიროა. მზად ვართ ყველაფრისთვის”, - ამბობს ქართველი სნაიპერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა