თეგებით ძიება

მონის თუ კომიკოსის ჰალუცინაციური მდგომარეობა - ღუდუშაური სააკაშვილისა და ხაბეიშვილის განცხადებაზე

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, "საუბარი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე ლევან ხაბეიშვილისა და სააკაშვილის სხვა მონის თუ კომიკოსის ჰალუცინაციური მდგომარეობაა - პარლამენტის არჩევნები ჩატარდება მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა და კონსტიტუცია ითვალისწინებს".

„ეს არის ომის პარტია და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატზე დაფუძნებული პარტია. თუ რაიმე არჩევნები უნდათ, შეუძლიათ საკუთარ პარტიასა და ოჯახებში ჩაატარონ და ნახავენ, როგორი ხელმოცარულები არიან ეს ფარჩაკები. მიხეილ სააკაშვილს ურჩევნია სასამართლო სხდომაზე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს გასცეს პასუხი, რომელიც ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების კუთვნილი თანხებით მის და უგულავას განცხრომაში ყოფნას, ჩვენი დების, ძმების ქუჩებში მკვლელობებსა და ამის წახალისებას ეხება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, “აქციის ნაცვლად, დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის უნდა მოემზადონ, სადაც ზეიმით გააცილებენ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა