თეგებით ძიება

გუდაურში იქნება ბაკურიანის მსგავსი შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ „ქართული ონცების” პოლიტიკურ სამარეში გასტუმრებაზე - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გუდაურში იქნება ბაკურიანის მსგავსი შეხვედრა, სადაც თავად მიიღებს მონაწილეობას, და იქნება მსჯელობა “ქართული ონცების” პოლიტიკურ სამარეში გასტუმრებაზე არჩევნების გზით".

„ბაკურიანში ღია შეხვედრაზე, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, სადაც მონაწილეობდნენ სხვა და სხვა არასამთავროები და პოლიტიკური პარტიები თურმე დაიგეგმა რაღაც გადატრიალება. ახლა წინასწარ გეუბნებით, რომ გუდაურში იქნება ანალოგიური შეხვედრა და მეც მივიღებ მონაწილეობას, სადაც ვიმსჯელებთ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სამარეში გასტუმრებაზე არჩევნების გზით. უკეთესი იქნება თუ ეს არჩევნები რიგგარეშე და ვადამდელი იქნება”,- აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა