თეგებით ძიება

"ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის" - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ბრალდებულმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის.

"ჩვენი ამოცანაა ერთმანეთის გვერდზე თანადგომა. ნახეთ რა თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა. მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე პოლკ “აზოვის” შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი. ჩემთან მუშაობდა, ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, მე მაშინ შევხვდი ბელენცკის, პოლკის მეთაურს და დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დახმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა (ჩიქობავა), რომელიც გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერ საფრთხის წინაშე.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა