თეგებით ძიება

"პუტინზე ცუდი პრეზიდენტი რუსეთს არასოდეს ყოლია... მიაღწია, რომ მსოფლიოს უდიდეს ნაწილს უბრალოდ სძულს რუსი ხალხი" - დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტზე წერს:

"პუტინზე ცუდი პრეზიდენტი რუსეთს არასოდეს ყოლია. რას მიაღწია პუტინმა? იმას, რომ მსოფლიოს უდიდეს ნაწილს უბრალოდ სძულს რუსი ხალხი. ასეთი სამარცხვინო არასოდეს ყოფილა რუსული ერის შვილობა. მათი მოქალაქეები მსოფლიოს ყველა წერტილში მალავენ რომ რუსები არიან.
კი ბატონო! რუსეთი სამარცხვინო იყო პუტინამდეც და ალბათ პუტინის შემდეგაც ასე იქნება, მაგრამ ეს ჩვენთვის იყო სამრცხვინო, ვინც მას მტრად ვთვლით (ყველა ასე არ ფიქრობს საქართველოში, აბა რისი მტერია რაღაც ერთი ორი რეგიონი მიითვისა და ხანმცირე ბომბები დაგვაყარა), მაგრამ პუტინმა მოახერხა ის, რომ უკვე მსოფლიოს ყველა კუთხეში სძულთ რუსი.
ზუსტად ვიცი მისი სიბერის წლები ისე გამწარდება, სულ ტყუილად აშენებს რაღაც გალავნიან სასახლეებს, მაგრამ ეს როდის იქნება? ყველა ლოგიკით მალე!", - წერს ლიკლიკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა