თეგებით ძიება
02. 10. 2024 ვიდეო

"ასეთი რამ გავიგე" - რას ჰყვებიან სტუდენტები სამხატვრო აკადემიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 14 წლის გოგო ემსხვერპლა (ვიდეო)

ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში – სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით,  უნივერსიტეტში მიღების ღონისძიება – ე.წ welcome party მიმდინარეობდა.

"ეზოში ვისხედით. აკადემიაში welocome party გვქონდა, მიღებაზე უამრავი სტუდენტი იმყოფებოდა. დაახლოებით, საღამოს 7 საათისკენ, აკადემიის ერთ-ერთი კოსპუსის ნაწილში ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ… ხალხი მალევე შეიკრიბა, როგორც აღმოჩნდა, შენობის აივნიდან გოგო გადმოვარდა…

იქვე ითქვა, რომ შესაძლოა თანმხლები სტუმარი და არა აკადემიის სტუდენტი იყო, ალბათ 16 წლამდე… სასწრაფო სამედიცინო დახმარება მალევე მოვიდა, გოგო ცოცხალი იყო, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ისეთი უცებ მოხდა, ყველანი შოკში ვიყავით“. – ამბობს აკადემიის სტუდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა