თეგებით ძიება

გავიდეთ რუსთაველზე, გადავკეტოთ, აღარ გამოვიდეთ - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, "საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველას თვალწინ კვდება".

„ჩვენ ამ წამს ყველანი ვართ გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი, ჩვენს თვალწინ კვდება. ვერ გავიგე, რომელმა პარტიამ ვინ უნდა გამოიყვანოს, მე ასეთი რაღაცები არ მესმის, არც მინდა, რომ გავიგო, არ შემოვსულვარ პოლიტიკაში ამისთვის. ახლა მე რიგითი მოქალაქე ვარ. ამდენი ადამიანია აქ, ვიცი, რომ დაემატება კიდევ ბევრი. თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ. აი, ახლა, ამ წამს გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მახსოვს ღლიცინი ლეიბებზე, რავიცი, პოლონეთში თეატრის წინ დააგეს ლეიბები. ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს. სულ ამბობენ, მიშასთვის აქცია ხომ არ უნდა იყოსო, ეს ნარატივი, მისმა მტერმა შემოაგდო, აბა ვისთვის უნდა იყოს? მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, გავაკეთოთ შეკრება რუსთაველზე სააკაშვილის არსიკვდილისთვის. მგონი, ამას მიშას მომხრეებიც რომ არ ჰქვიათ, ისინიც მოაწერენ ხელს. ნურავინ ნურავის ელოდებით. ერთი ვიცი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და არ მინდა იმ თავისმომჭრელთა სიაში ყოფნა, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გახდეს. არ მინდა, მგონია, თქვენც არ გინდათ. სააკაშვილი იყო და არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის ხალხის და თანამებრძოლების დასაცავი, დაცვაში არ ვგულისხმობ არც იარაღს, არც თავში ჩარტყმას, მსგავს არაფერს. უკრაინის დასაცავად ბევრნი ვიყავით, იმის ნახევარი ვიყოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა