თეგებით ძიება

გვჭირდება ცვლილებები, შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანიც და არა მორიგი აქცია 20-30-ით - მიხეილ სააკაშვილი ქუჩის აქციებზე

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია.

"ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანიც და არა მორიგი აქცია 20-30-ით... უბრალოდ ადამიანებმა მოითხოვონ ცვლილებები, ის რაც ეკუთვნით, რომ მათ დაუბრუნდეთ თავიანთი ქვეყანა, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმიტომ, რომ არის შანსი - ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს სწრაფი განვითარების გაგრძელების. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ნურავინ ნუ ელის რაღაც საიდუმლო გეგმებს და კონსპირაციას. ყველაფერი არის ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა