თეგებით ძიება

"რაც მე დღეს ვნახე ტელეეკრანზე ეს არის გაუბედურებული, დაუძლურებული, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ადამიანი" - გამყრელიძე სააკაშვილზე

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.
მე მესმის, რომ ამ ხელისუფლებას პირველყოფილი ზიზღი აქვს ამ ადამიანის მიმართ. მესმის, რომ სააკაშვილის მთავრობის და კონკრეტულად მისი სამართალდამცავების და სასამართლოს მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს წყენა, ბრაზი და მიუღებლობა. მე მესმის, რომ პატიება ძალიან რთულია და დიდ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგრამ...
რაც მე დღეს ვნახე ტელეეკრანზე ეს არის გაუბედურებული, დაუძლურებული, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ადამიანი. ნუთუ ხელისუფლებიდან არავის მოსდის თავში, რომ დღეს ეს ადამიანი აღარავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენს ? ნუთუ ანგარისშწორების წყურვილი ისეთი ძლიერია, რომ ქრისტიანებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეებში სასიკვდილოდ არ გაწირონ ადამიანი განურჩევლად იმისა მას დამსახურება აქვს თუ დანაშაული ? უბრალოდ სასიკვდილოდ არ გაწირონ ადამიანი !
რა ჭირი და უბედურება დაგემართათ ? რამ დაგბოღმათ ასე ? რა ბალღამით აივსეთ გულღვიძლი ?
P.S. ამ სიტყვებს ვწერ ადამიანი, ვისთვისაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კატეგორიულად არ არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ფიგურა და მისი კრიტიკოსი უფროა ვიდრე მხარდამჭერი!", - წერს გამყრელიძე,


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა