თეგებით ძიება

ის ადამიანი დაასვენონ იქ და ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ, მინიმუმ 6 წელის მოუწევს ჯდომა - ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ენმ" დღემდე მიხეილ სააკაშვილს ილუზიებს უქმნის და ფუჭ იმედებს აძლევს.

"არაერთი მცდელობა ჰქონდა რადიკალური ოპოზიციას, რომ ქვეყანა შეეყვანა ქაოსში, არ გამოუვიდათ. უნდა შეიგნონ, რომ ის ადამიანიც დაასვენონ იქ და ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ. დამნაშავეა, აღიარა სტრასბურგის სასამართლომ ისევე, როგორც ადგილობრივმა სასამართლომ და შესაბამისად, ის ადამიანი ზის ციხეში და მოუწევს მინიმუმ 6 წელი ჯდომა," - აცხადებს ზარქუა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმაზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ისაუბრებდა, თუმცა ერთიანობა და ცვლილებები ყოფილმა პრეზიდენტმა ახსენა, მაგრამ მას არ უსაუბრია ვადამდელ არჩევნებსა და სამთავრობო ცვლილებების მოთხოვნით ქუჩის აქციების კონკრეტულ გეგმაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა