თეგებით ძიება

"ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა..." - გიორგი ფხაკაძე მშობლებს აფრთხილებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტის გავრცელების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას:

"ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და შეერთებულ შტატებში.
ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.

ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე 3-4 კვირაა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.

პრაქტიკული რჩევები მშობლებს:

არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.

გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა