თეგებით ძიება

"სააკაშვილი უკვე ზღვარზეა. მას კლავენ" - სევდია უგრეხელიძე

პოლიტიკოსი, სევდია უგრეხელიძე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"სააკაშვილი უკვე ზღვარზეა. მას კლავენ. ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. გასაგებია, რომ პუტინისა და მისი მონების ხელშია, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? შევეგუეთ? დავნებდით? ვაჩუქეთ მისი თავი? და ასე ჩუმად რომ მოკლავენ , მერე როგორ ვიცხოვროთ? რა ვუთხრათ შვილებს, რატომ დავანებეთ მტერს საქართველოს პრეზიდენტი საწამებლად?", - წერს სევდია უგრეხელიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილი დღეს სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა