თეგებით ძიება

"დაკარგული შესაძლებლობა‼️" - რა შანსები გაუშვა ხელიდან საქართველომ?

ეკონომისტი, ოთო აბესაძე საქართველოს მიერ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე სოციალურ ქსელში წერს:

"დაკარგული შესაძლებლობა ‼️
სანქცირებული რუსეთის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა.
დღეს რომ საქართველოში ყოფილიყო:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მოემსახურებოდა უმსხვილეს ტრანსფერებს.
დასრულებული ავტობანი.
განახლებული, ჩქაროსნული რკინიგზა.
საქართველო გახდებოდა უდიდესი სტრატეგიული ლოკაციის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაზე იზრუნებდა ყველა ‼️
უსაფრთხოება იარაღს არ მოაქვს, უსაფრთხოება მოაქვს ეკონომიკას ‼️
უნიკალური შანსი დავკარგეთ რომ აზიისა და დასავლეთისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი დერეფანი.
მხოლოდ ამ სამი პუნქტის არსებობის შემთხვევაში 2024 წლისათვის:
გავხდებოდით ევროკავშირისა და ნატოს წევრები.
მშპ გაიზრდებოდა მინიმუმ 2- ჯერ.
საქართველოს ექნებოდა მისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა