თეგებით ძიება

"რუსებს მძიმე დღეები წინა აქვთ" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საფინანსო სისტემაზე სანქციებით მიყენებულ ზაზალზე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩინური UnionPay, “ვიზისა” და “მასტერქარდის” მსგავსი საგადახდო საბარათე სისტემა, უარს ამბობს მოემსახუროს საქნქციების ქვეშ მოხვედრილ რუსულ ბანკებს, იმის შიშით, რომ თავად არ მოჰყვეს სანქციებში. სხვა რა დარჩენია რუსულ ბანკებს თუ არა მათი “მირი”, რომელსაც იშვიათი გამონაკლისის გარდა არავინ ღებულობს მსოფლიოში.

სანქციების მეექვსე ტალღა კიდევ უფრო მიაყენებს რუსეთის საფინანსო სისტემას კუთხეში.
ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული. რუსებს მძიმე დღეები წინა აქვთ", - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა