თეგებით ძიება

თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი - გიორგი გამსახურდია პაატა ქარდავას მკვლელობაზე

თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი, - პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია მეგობრის, პაატა ქარდვას მკვლელობას იხსენებს.

„დღეს, ნაცების მიერ მხეცურად მოკლული, ჩემი მეგობრის, პაატა ქარდავას შვილს, უმაგრეს ადამიანს, ბექა ქარდავას შევხვდი. რამდენჯერაც არ უნდა მოგვიხდეს მაგ თემაზე საუბარი, ყოველ ჯერზე მძიმე გასახსენებელი ამბავია. თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი.

საზოგადოებამ კიდევ რომ იცოდეს, ასეთი ფაქტი, 928 არის მომხდარი 2008 წლის ომის შემდგომ სამთვიან პერიოდში. აუცილებლად აგებენ პასუხს 26 ოქტომბრის მერე ეს მანქურთები", - წერს გიორგი გამსახურდია.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა