თეგებით ძიება

"გილოცავ, მა! ისე მინდა, რომ ცოცხალი იყო...ვგიჟდები შენს სტილზე... " - კახა ბენდუქიძე დღეს 66 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა. ის 66 წლის გახდებოდა. მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელკში, ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე ულოცავს.

"გილოცავ, მა
წელს 66 ხდები, და ისე მინდა რომ ცოცხალი იყო... ძაან. ბევრი რამე მინდა გკითხო, გაჩვენო როგორ ვვაჭრობ ქართულ ენაზე ლილოზე ("მუქთად" არის ჩემი საყვარელი სიტყვა) და სანნი როგორ გგავს.

სხვათაშორის, კახა ბენდუქიძე როგორი ბაბუ იქნებოდა? მე ვფიქრობ რომ ქართველი ბებიებისნაირი - "ჩვენი ბიჭი ყველაზე ჭკვიანია და საყვარელია"
ძალიან მენატრები, არა მარტო როგროც მამაჩემი, არამედ როგორც ქართველი მოღვაწე. ძალიან გვაკლიხარ საქართველოში / მსოფლიოში
პ.ს. ვგიჟდები შენს სტილზე ამ ფოტოზე. უფრო კაი ამინდი რომ იქნება, მეც ასე მინდა ვიყო ჩაცმული", - წერს ანასტასია ბენდუქიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა