ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დღეიდან გაიხსნა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2019 წლის სექტემბრის შემდგომ ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დღეიდან გაიხსნა.
აღნიშნულზე მხარეები მოლაპარაკებების არსებული მექანიზმებით შეთანხმდნენ. საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.