თეგებით ძიება

"აღმოვაჩინე 50-მდე მსგავსი ნიშანი" - რას ნიშნავს თბილისში შენობებზე განთავსებული ნიშნები?

გვერდი "World Military-ანალიტიკა" საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

"ახლა ერთი საინტერესო ინფორმაციის შესახებ უნდა გიამბოთ:
მოკლედ, ბოლო დღეების განმავლობაში, გვერდზე და პირადად არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებზე შეინიშნება სპეციფიკური, აქამდე უცნობი, ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნები (ნახეთ ფოტოებზე), რომელთაც სლავური გარეგნობის ადამიანი(ები) ახატავენ სხვადასხვა ობიექტებს.
თავდაპირევლად, გადავწყვიტე ნაჩვენები ფოტო სურათებით, რომელზედაც ასახული იყო, სწორედ ეს ნიშნები, ინტერნეტ რესურსებში მომეძებნა რაიმე სახის ინფორმაცია მათ შესახებ,
იქნებადა ქუჩის მხატვრობაამეთქი,
თან, ნაცნობ ქუჩის მხატვრებს გადავუგზავნე აღნიშნული სურათები, თუ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ,
თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ინტერნეტ რესურსებში და ვერც ქუჩის მხატვრებიდან გავიგე რაიმე ამ უცნობი ნიშნების შესახებ,
შემდეგ, კერძოდ გუშინ საღამოს, გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა აღნიშნული ნიშნების მდებარეობა და განთავსების ინტენსივობა,
დავიწყე თბილისის ქუჩების შემოწმება, ძირითადად ცენტრალური უბნები საბურთალო,ვაკე, აგრეთვე ძველი თბილისის ტერიტორია - მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა, ვერე, აბანოთუბანი.
საერთო ჯამში აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა აქვს რაღაც მცირე განსხვავებები.
მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი, ნიშნების 95%+, რომელიც ვნახე, განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან.
ამასთნაავე, რამდენიმე საინტერესო დეტალი - ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, ნაკლებად მეორეხარისხოვან ქუჩებზე, როგორც წესი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საგზაო კვანძების სიახლოვეს არის დაპროექტებული.
აგრეთვე, ძველი თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც გრუნტი შედარებით რბილია, შენობები ძალიან ძველი და პრაქტიკულად არ არის მიწისქვეშა ობიექტები, იკლებს ნიშნების ინტენსივობა, თუმცა იქ ყველა ახალ ან საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობასთან, რომელსაც გააჩნია ან მიწისქვეშა პარკინგი ან მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტია, რომელსაც ექნება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, კვლავ გვხვდება მსგავსი ნიშნები.
ძიების ბოლოს, უკვე ისე ვიყავი, რომ წინასწარ ვხვდებოდი სად შეიძლებოდა შემხვედროდა კიდევ მსგავსი ნიშანი,
აი,იმ სარდაფთან, რომელიც თვალით ხილულია. აიი, მოწისქვწშა გადასასვლელთან. აი, იმ ხიდთან. აი, იმ ბანკთან. აი, იმ პარკინგთან და ა.შ.
ამასთანავე, ნიშნები არ გვხვდება ქუჩის მხატვრების მიერ მოხატულ და ძირითადად გამოყენებად ობიექტებზე, იქნება ეს კედლები, მიწისქვეშა გადასასვლელების შიდა ტერიტორია, "არკები" თუ სხვა მხატვრების მიერ გამოყენებადი ადგილები.
აღნიშნული "დამთხვევები", როგორც მინიმუმ სერიოზული ეჭვის საფუძველია, თუ რა მიზნით კეთდება, ასე კანონზომიერად ნიშნები, თანაც სლავური გარეგნობის ადამიანებისგან, რასაც ალბათ უნდა აქცევდეს ყურადღებას ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები,
და თუ არ აქცევენ, აქვე მოვნიშნავ მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia და მივმართვ, რომ ბევრი მსგავსი "მარკირება" განთავსებულია ობიექტზე, რომელსაც ხედავს ვიდეო-კამერები, შესაბამისად, თქვენთვის მარტივია ამ ჩანაწერების ამოღება და მათზე გასვლა,
ამავდროულად, მივმართავ თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს,
თუ უკვე გვიან არ არის გადაღებონ აღნიშნული ნიშნები.
და აქვე მოგმართავთ თქვენ, თუ კი გსმენიათ აღნიშნული ნიშნების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, დაწეროთ კომენტარებში.
მადლობა ყურადღებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა