თეგებით ძიება

"ქართველი გოგონა მარიუპოლში მამასთან ერთად არის" - რას წერს თეა ადეიშვილი?

ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში მარიუპოლში მყოფ ქართველზე წერს.

"ერთი უკრაინელი გოგო რომელიც მარიუპოლოდან დონეცკის გავლით რუსეთში გაიყვანეს 12 წლის შვილს ეძებს, ასეთი განცხადებები გგუფში უამრავია, მაგრამ ბავშვს ქართული გვარი აქვს და ამიტომ გოგოს მივწერე, ინტერვიუ ვთხოვე, ჯერ დამთანხმდა, მერე შეეშინდა, მაგრამ ისე ვილაპარაკეთ. როგორც აღმოჩნდა ბავშვის მამა გოგონას ყოფილი ქმარი ქართველია და შვილი დროებით თავისთან წაუყვანია, ომის დაწყების შემდეგ კავშირი გაწყდა, რამდენჯერმე მაინც შეეხმიანნენ ერთმანეთს, მაგრამ მარიუპოლის მარცხენა სანაპირო ინტენსიურად იბომბებოდა და ბავშვი მამასთან უფრო დაცული იყო, ის ბიჭი მარიუპოლის ზღვისპირა რაიონში ცხოვრობდა. მოკლედ 54-დან 30 დღე ამ გოგომ შვილზე არაფერი იცის, გიჟს გავს, 1 თვეა რუსეთშია და მარიუპოლში.


რა ხდება იმასაც ძლივს იგებს, საშინელი ინტერნეტი აქვს, დღეს დაწერა: ვეძებ ვოლონტიორებს ვინც მარიუპოლოდან მამა-შვილს გამოიყვანსო, ველაპარაკე, ცოცხალია ორივე…რაღაცნაირად ბედნიერი გავხდი უცებ…", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა