საზოგადოების 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საზოგადოების 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქებიისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს.
კითხვაზე, "თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?", 66% პასუხობს, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს.
სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.