თეგებით ძიება

"უკრაინელები მიხვდნენ, რომ "ჩემი თავისუფლება" რუსულ გაზზე, ნავთობზე და ოქროზე ძვირია..." - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს აანალიზებს:

"უკრაინის მოსახლეობაში, სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში უამრავი პრორუსი იყო. უამრავი ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებით იზიარებდა რუსეთთან თანაცხოვრების შესაძლობლობასაც და უფრო მეტი - მოსკოვის, როგორც ძლევამოსილი უფროსი ძმის ინტერესებს.
და მაშინ რა მოხდა? რატომ
იბრძვიან და კვდებიან პრორუსი უკრაინელები საკუთარი სახელმწიფოსთვის?
პასუხი ძალიან მარტივია - მათ "საკუთარის" სწორი გააზრება აღმოაჩნდათ და იმასაც მყისიერად, ინსტიქტის დონეზე მიხვდნენ, რომ საკუთარ სახლს, ქონებას, ღირსებას, ქალაქს, ოლქს, დედაქალაქს, სახელმწიფოს ერთიანობის გარეშე ვერ დაიცავენ. მიხვდნენ, რომ "ჩემი თავისუფლება" რუსულ გაზზე, ნავთობზე და ოქროზე ძვირია. ზუსტად გაიაზრეს, რომ "შენთან" ჩემი ცხოვრება შეუძლებელია ჩემი მეზობლისა და თანამოქალაქის გარეშე, რომელიც პროამერიკელია, პროდასავლეთელია - მაგრამ
ჩემი მეზობელია, თანამოქალაქეა. აღშფოდნენ და გაბრაზდნენ იმიტომ, რომ "ჩემი" შენდამი მხარდაჭერა ვერ მოხერხდება ჩემი თანამოქალაქეების სისხლის ხარჯზე. ნამუსი არ მისცემთ ამის უფლებას...

უკრაინაში ნაციონალური ღირებულებები ასეულიბით წლები არ იქნება გასარკვევი. აი, ჩვენთან? სირცხვილია 8 აგვისტოს დილით ანწუხელიძის საფლავზე მისვლა, საღამოს კი - ზარი მოსკოვში, ტექსტით: ....сами понимайте...

უკვე პრორუსობა სირცხვილია და პოლემიკაში არ გინდათ - ტოლსტოი არ წავიკითხოთ? წაიკითხეთ - ჰაჯი მურატი, კი გადავიდა რუსების მხარეს, მაგრამ გაექცა მათ... და.... მოკლეს!", - წერს მირცხულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა