თეგებით ძიება
26. 04. 2022 მსოფლიო

საოკუპაციო ძალებმა 217 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 217 ბავშვი დაიღუპა, 391-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად უკრაინაში ოფიციალური მონაცემებით 217 ბავშვი დაიღუპა და 391-ზე მეტი დაიჭრა. ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკში, კიევში, ხარკოვში, ხერსონში, ზაპოროჟიესა და ჟიტომირში“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ყოველდღიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1508 სასწავლო დაწესებულება, აქედან 102 მთლიანად განადგურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა